Loading data...
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების ათობით ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - AP

ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა იემენში ჰუსიტების ათზე მეტი ობიექტს დაარტყეს, - ეს ინფორმაცია სააგენტო AP-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს.

ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის სამიზნე იყო შეიარაღების სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა, რომელსაც იყენებდნენ ჰუსიტი მებრძოლები. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები და სამხედრო გემები „ჰუსიტების“ გამაგრებულ პუნქტებს დაახლოებით ხუთ ლოკაციაზე ბომბავდნენ.

ჰუსიტების მიერ კონტროლირებად მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვიდი დარტყმა განხორციელდა ჰოდეიდას აეროპორტსა და კატეიბის რაიონზე, სადაც განთავსებულია ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სამხედრო ბაზა. კიდევ ოთხი დარტყმა მოხდა სეიანას რაიონში, დედაქალაქ სანააში, ხოლო ორი დარტყმა დაარტყა დამარის პროვინციაში.