1757945488
უცხოეთი
აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-ის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ჩინეთმა სოციალური ქსელის, TikTok-ის გაყიდვის თაობაზე ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
როგორც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, დეტალები 19 სექტემბერს გახდება ცნობილი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.
დონალდ ტრამპმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიღწეულია შეთანხმება გარკვეული კომპანიის გაყიდვის შესახებ, რომლის გადარჩენა აშშ-ის ახალგაზრდობას ძალიან უნდოდა.