აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდი გაგზავნა, ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობაა - CNN
ამერიკული ავიამზიდი USS George HW Bush ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში მესამე ავიამზიდი ჰყავს. ამის შესახებ CNN იტყობინება.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ყველა სამხედრო ოპერაციას უწევს კოორდინაციას, რეგიონში მესამე ავიამზიდის USS George HW Bush-ის ჩასვლის შესახებ განაცხადა.
George HW Bush-ი უახლესი ამერიკული ავიამზიდია.
მას 80-მდე თვითმფრინავის გადაყვანა შეუძლია და 5500-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი ჰყავს.
ავიამზიდის ადგილმდებარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, თუ ირანთან შეთანხმების მიღწევის მცდელობები კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდება, შეერთებული შტატები ახალი დარტყმების გეგმას ამზადებს.
Nimitz-class aircraft carrier USS George H.W. Bush (CVN 77) sails in the Indian Ocean in the U.S. Central Command area of responsibility, April 23. pic.twitter.com/oDcTM6YMLF
— U.S. Central Command (@CENTCOM) April 23, 2026