აშშ-მა აღიარა, რომ ირანის ომის გამო ჭურვების დეფიციტი შეექმნა
ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ ამერიკული ჯარის წინაშე ჭურვების დეფიციტი შეიქმნა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
შესაბამისი დასკვნა პენტაგონმა აშშ-ის კონგრესს წარუდგინა. კონგრესის საბიუჯეტო ბიუროს შეფასებით, ირანის ომი აშშ-ს 38 მლრდ დოლარი დაუჯდა. ამ თანხიდან 22,3 მლრდ დოლარი საბრძოლო მასალებზე იყო დახარჯული.
„ომმა სტრატეგიულ მარაგებში დეფიციტი შექმნა და პრობლემები შეიქმნა ჭურვების მიწოდების მხრივ სამრეწველო სფეროში“, - წერია ანგარიშში.
ამჟამად პენტაგონი საბრძოლო მასალების წარმოების და შეძენის დაჩქარებაზე მუშაობს და ცდილობს ჭურვების და საბრძოლო მასალების საკმარისი მარაგი შექმნას. მაგრამ სამრეწველო სიმძლავრეების გაზრდას მომზადება და დრო სჭირდება.
აშშ-ში შეიარაღების დეფიციტი უკრაინისა და ტაივანის შეშფოთებას იწვევს, რომლებიც ამერიკული იარაღის მიწოდებაზე არიან დამოკიდებულები.