Loading data...
აშშ-მა 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურა

შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. 

„აშშ-ის ძალებმა 10 მარტს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის რამდენიმე საზღვაო ხომალდი, მათ შორის 16 დამნაღმველი გემი, გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, მანამდე კი, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო.