Loading data...
აშშ ისრაელისთვის 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას გეგმავს - Reuters

აშშ ისრაელისთვის 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც აღმოჩნდა, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, მოიპოვოს კონგრესის დასტური აღჭურვილობის მიწოდებაზე, რომელთა შორისაც მოიერიშე ვერტმფრენები და ჯავშანტრანსპორტიც ფიგურირებს.

უფრო კონკრეტულად კი, პაკეტი მოიცავს 3.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 30 ერთეული „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენსა და 1.9 მილიარდი დოლარის 3 250 ჯავშანტრანსპორტს, 750 მილიონი დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილებსა და კვების წყაროებს.