Loading data...
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა, მათ შორის 210 ბავშვია - უფლებადამცველთა ჯგუფი

აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA-ს ინფორმაციით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპული ადამიანების რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა.

როგორც უფლებადამცველთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაღუპულებს შორის, სულ მცირე, 210 ბავშვია. 

„28 თებერვლის შემდეგ ირანში დაღუპულია 3 186 ადამიანი, მათ შორისაა 1 394 მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე, 210 ბავშვი და 1 153 სამხედრო მოსამსახურე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.