1745066878
უცხოეთი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვატიკანში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ვატიკანში ოფიციალური შეხვედრების გამართვა დაიწყო.
როგორც ANSA იტყობინება, ვენსმა შეხვედრა გამართა კარდინალ პიეტრო პაროლინთან, რომელიც შეფასდა, როგორც „ძალიან გულითადი“.
„ოფიციალურმა პირებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ვითარებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, სადაც ომი მიმდინარეობს. მათ ასევე აღნიშნეს კარგი ორმხრივი ურთიერთობები წმინდა საყდარსა და შეერთებულ შტატებს შორის და გამოთქვეს ერთობლივი ვალდებულება დაიცვან რელიგიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უცხოური მედია წერს, ვიცე პრეზიდენტი ვატიკაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად იმყოფება. ის წმინდა პეტრეს ტაძარში დიდი პარასკევის მესას დაესწრო.