1775539863
უცხოეთი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში გაემგზავრა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი 7 აპრილს უნგრეთში გაემგზავრა.
როგორც მედია წერს, ვიზიტი 2-დღიანი იქნება, შეხვედრა 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება, ვენსი ორბანს შეხვდება და მასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.
„მოუთმენლად ველი ჩემს კარგ მეგობარ ვიქტორთან შეხვედრას და განვიხილავთ შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს“, - განუცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უნგრეთში გამგზავრებამდე.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ განხილული იქნება ევროპასთან და უკრაინასთან ურთიერთობები.