აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩაფრინდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ის სომხეთში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჩაფრინდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ჯეი დი ვენსს აეროპორტში სომხეთის ეროვნული კრების სპიკერი, ალენ სიმონიანი დახვდა. აეროპორტიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაემართა, სადაც ის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, სომხეთში ჯეი დე ვენსის ვიზიტის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია პროექტის, TRIPP-ის რეალიზაცია. ეს არის მარშრუტი, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანი, სომხეთისა და ნახიჩევანის ავტონომიის გავლით თურქეთს უნდა დაუკავშირდეს.
ასევე აშშ დაინტერესებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის სფეროში თანამშრომლობით, მათ შორის ურანის. სპილენძის, ოქროს და იშვიათი ლითონების მოპოვებით. ასევე განიხილება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის შესაძლო თანამშრომლობა სომხეთსა და აშშ-ის შორის ატომური ენერგეტიკის სფეროში.
ჯეი დი ვენსი ერევნიდან ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრება.