Loading data...
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქში ჩავიდა. ამის შესახებ უნგრული მედია იუწყება. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს ბუდაპეშტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენსის ვიზიტს ბუდაპეშტსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში „ოქროს ხანის“ დაწყების ნიშანი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ვენსი აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, რომელიც უნგრეთს ეწვია.

ამერიკელი ოფიციალური პირი ქვეყანას საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ეწვია. უნგრეთში არჩევნები 12 აპრილს გაიმართება. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ მოუწოდა უნგრელებს, საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცენ მოქმედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის პარტიას „ფიდესს“.