Loading data...
აშშ-ის წინადადება დაძაბულობის დეესკალაციის შესახებ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა უარყო

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ უარყო აშშ-ის წინადადება აშშ-სთან დაძაბულობის დეესკალაციის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს წინადადება თეირანს ორმა შუამავალმა ქვეყანამ გადასცა, რის შესახებ 17 მარტს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ირანის ხელისუფლებაში არსებულმა წყარომ აცნობა, ირანის უზენაესი ლიდერი ამბობს, რომ ახლა მშვიდობისთვის არახელსაყრელი დროა და მშვიდობა იქამდე არ იქნება, ვიდრე „აშშ და ისრაელი მუხლებზე არ დადგებიან, დამარცხებას არ აღიარებენ და კომპენსაციას არ გადაიხდიან“.

14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წინადადება აშშ-ის და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკების დაწყების შესახებ.