Loading data...
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის საპასუხოდ

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ იერიშები დაიწყო. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. 

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე თავდასხმებზე პასუხია.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული კომერციული გემების მიზანში ამოღებისა და თავდასხმებისთვის მძიმე ფასი დააკისრონ მას. აშშ-ის დარტყმები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ სამ კომერციულ გემზე თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა. ირანის აგრესია იყო გაუმართლებელი, საშიში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა.“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.