1772774167
უცხოეთი
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი: სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა 30-ზე მეტი ირანული გემი ჩაძირა
სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა 30-ზე მეტი ირანული გემი ჩაძირა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა ბრედ კუპერმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 72 საათის განმავლობაში აშშ-ის ბომბდამშენებმა ირანში თითქმის 200 სამიზნეზე იერიში მიიტანეს.
„მხოლოდ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ ირანის დრონების გადამზიდავი გემი დავბომბეთ, რომელიც დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდის ზომის იყო. და ახლა ის იწვის“, - აცხადებს კუპერი.