Loading data...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ირანიდან ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, ეს იყო აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობა

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალებმა ირანიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ეს იყო ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანული რაკეტის განადგურება წარმატებით განხორციელდა.

„აშშ-ის ძალები ინარჩუნებენ სიფხიზლეს და საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.