აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ომანის ყურეში 11 ირანული გემი ჩაძირა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ომანის ყურეში 11 ირანული გემი ჩაძირა, რის შედეგადაც ირანს ტერიტორიაზე გემები აღარ დარჩა.
„ორი დღის წინ ირანის რეჟიმს ომანის ყურეში 11 გემი ჰყავდა, დღეს კი არცერთი. ირანის რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში ავიწროებდა და თავს ესხმოდა საერთაშორისო გადაზიდვებს ომანის ყურეში. ეს დღეები დასრულდა. საზღვაო ნავიგაციის თავისუფლება 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკისა და გლობალური ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი იყო. აშშ-ის ძალები გააგრძელებენ მის დაცვას“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Two days ago, the Iranian regime had 11 ships in the Gulf of Oman, today they have ZERO. The Iranian regime has harassed and attacked international shipping in the Gulf of Oman for decades. Those days are over. Freedom of maritime navigation has underpinned American and global… pic.twitter.com/nzdkMVMqZC
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 2, 2026