Loading data...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-მა ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტი ირანული სამხედრო ობიექტი დაბომბა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, 13-14 მარტის ღამეს ირანში, ხარგის კუნძულზე აშშ-ის ძალებმა ათობით სამიზნეზე „მასშტაბური, ზუსტი“ დარტყმა განახორციელეს.

„დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეს ხარგის კუნძულზე, ამავდროულად, შეინარჩუნეს ნავთობის ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.