Loading data...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჩამოაგდეს ორი ირანული დრონი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჰორმუზის სრუტეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კიდევ ერთი ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც, მათი თქმით, ჰორმუზის სრუტეში გემებს საფრთხეს უქმნიდნენ.

„დღეს დილით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებმა ჩამოაგდეს ორი ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ მზად არიან განაგრძონ ირანის აგრესიისგან თავდაცვა.