Loading data...
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ევროპაში ამერიკული ჯარების დაახლოებით მესამედით შემცირებას განიხილავს

„აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ევროპაში ამერიკული ჯარების დაახლოებით მესამედით შემცირებას განიხილავს“, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC NEWS-ი ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის 25 000 ან მეტი ჯარისკაცით შემცირება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ნატოს პარტნიორები რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ამერიკელი და დასავლელი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების ცნობით, პენტაგონში ევროპიდან სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოსვლის გეგმას ამუშავებენ. ეს ინიციატივა რეგიონიდან ათობით ათასი სამხედროს, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების, ხომალდებისა და შეიარაღების გაყვანას ითვალისწინებს. ზოგიერთი მონაცემით, შესაძლოა ევროპაში განთავსებული კონტინგენტის ნახევარმა - დაახლოებით 40 000-მა ჯარისკაცმა დატოვოს ტერიტორია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება ამერიკული 80 000-იანი სამხედრო წარმომადგენლობის ყველაზე მასშტაბური შემცირება ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ.