Loading data...
აშშ-ის თავდაცვის მომავალი მდივანი მოქმედ ადმინისტრაციას ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გამო აკრიტიკებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მდივნის პოსტზე ნომინირებულმა პიტ ჰეგსეტმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს 2021 წელს ამერიკული ჯარის გაყვანას ავღანეთიდან კატასტროფა უწოდა.

მან მომხდარში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს.

„არავითარი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია იმ კატასტროფას, რაც ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მოჰყვა. ზუსტად ამიტომ ჩვენ აქ ვართ. ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურს და მოვიდა დრო, რომ ჩვენ დავუბრუნოთ ის ჩვენს მაღალჩინოსნებს“, - თქვა ჰეგსეტმა.

ცნობისთვის, ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ ავღანეთში ხელისუფლება ხელში მოძრაობა „თალიბანმა“ ჩაიგდო.