1759249951
უცხოეთი
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა, რათა გაეწმინდა დეპარტამენტი ტოქსიკური იდეოლოგიის ნაგვისგან - აღარ იქნება იდენტობის თვეები, კაბაში გამოწყობილი კაცები ან გენდერული ბოდვები

„ტრამპის ადმინისტრაციამ პირველი დღიდან ბევრი რამ გააკეთა, რათა გაეწმინდა დეპარტამენტი სოციალური სამართლიანობის, პოლიტიკური კორექტულობისა და ტოქსიკური იდეოლოგიის ნაგვისგან“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სამხედრო მაღალჩინოსნების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„აღარ იქნება იდენტობის თვეები, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ოფისები, კაბაში გამოწყობილი კაცები. აღარ იქნება კლიმატის ცვლილების თაყვანისცემა, აღარ იქნება დაყოფა, ყურადღების გადატანა ან გენდერული ბოდვები“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.
„როგორც ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ჩვენ დავასრულეთ ეს სისულელე“, - დასძინა მან.