Loading data...
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიან, ჩვენს თანამშრომლობაში აშკარა ცვლილებებს ნახავენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ევროპელ პარტნიორებს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უპირატესობას ანიჭებს თანამშრომლობას იმ მოკავშირეებთან, რომლებიც „ყველაზე ქმედითუნარიანები და გონიერები არიან, ასევე, მზად არიან, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები“. 

„მათ, ვისაც სჯერა, რომ შეუძლიათ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების კეთილშობილებაზე დაყრდნობა, გვსურს ვუთხრათ: ეს დღეები დასრულდა. მოკავშირეები, რომლებიც თანამონაწილეობაზე უარს ამბობენ და კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობის საკუთარ წილს არ იღებენ, ჩვენს თანამშრომლობაში აშკარა ცვლილებებს ნახავენ“, - აღნიშნა მან.

ჰეგსეტმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის შეაქო, განსაკუთრებით სამხრეთ კორეა მისაბაძ მაგალითად მოიხსენია.