Loading data...
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი ვნუკოვოს აეროპორტში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა. ინფორმაციას TASS სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ უიტკოფი მოსკოვში ბოლოს 25 აპრილს, მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, მანამდე კი, 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ორივე ჯერზე მასთან მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამართა. ეს ქვეყანაში სტივ უიტკოფის მეხუთე ვიზიტია, 2025 წლის დასაწყისიდან.