Loading data...
აშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინისთვის 1 მლრდ აშშ დოლარის დახმარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს, რომლის ოდენობა 852 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 1 მლრდ დოლარის გამოყოფა უკრაინის დახმარებისთვის იგეგმება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

უკრაინისთვის გამოყოფილი თანხებიდან 800 მლნ აშშ დოლარის დახარჯვა უშუალოდ უსაფრთხოების ინიციატივისთვის (USAI) იგეგმება, საიდანაც იარაღის შეძენა ხდება. 225 მილიონ დოლარს ბალტიის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც შემდეგ ამ თანხით უკრაინას შეიარაღებას გადასცემენ. 

კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას სენატის სრული შემადგენლობა მხარს დაუჭერს, შემდეგ დოკუმენტს მხარი უნდა დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატამ და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწეროს.