Loading data...
აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას კომერციული გემი მწყობრიდან გამოიყვანეს

აშშ-ის სამხედროების განცხადებით, მათ 26 ნოემბერს, ომანის ყურეში კომერციული გემი მწყობრიდან გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა ირანის პორტების მიმართ დაწესებული აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის პორტ ბანდარ-აბასიდან გასვლის შემდეგ, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, M/V Pacific Archer-მა, „არაერთი გაფრთხილების მიუხედავად“, ბლოკადის გარღვევა სცადა.

CENTCOM-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა გემზე დასარტყმელად მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა გამოიყენა.

„გემის ძრავა საბოლოოდ მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ის „აგრძელებს ბლოკადის მკაცრად დაცვას“

უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე აშშ-ის ძალებმა ბლოკადის წესების დამორჩილებაზე უარის თქმის გამო 158 კომერციული გემი უკან გადაამისამართეს, ხოლო ექვსი გემი მწყობრიდან გამოიყვანეს.