Loading data...
აშშ-ის სამხედროების ცნობით, ნარკოტიკების გადამზიდ სამ გემზე თავდასხმის შედეგად - 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდ სამ გემზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას BBC აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, - ნათქვამია აშშ-ის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციაში მონაწილე არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.