Loading data...
აშშ-ის სამხედრო სარდლობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის ინფორმაციას უარყოფს

შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

აშშ-ის სამხედრო სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანის გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და „ლინკოლნი“ არ დაბომბილა. 

„ლინკოლნზე“ დარტყმა არ განხორციელებულა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრით ამერიკელი ხალხის დაცვაა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ავიამზიდს, „აბრაამ ლინკოლნს“ (USS Abraham Lincoln) ოთხი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.