Loading data...
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 Stratofortress-ის ტიპის ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის ორი წევრი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

ბომბდამშენი კალიფორნიის შტატში, ედვარდსის საჰაერო ბაზასთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ბომბდამშენი რადარის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში სატესტო გაფრენას ასრულებდა. 

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.