Loading data...
აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაბომბვის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთის სარდლობის თქმით, გემი „ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“.

„გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, - ნათქვამია განცხადებაში.