Loading data...
აშშ-ის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ირანული გემი ჩაძირეს

აშშ-ის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ირანული გემი ჩაძირეს.

კერძოდ, აშშ-ს სამხედრო ძალებმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელეს ირანულ სამიზნეებზე თავდასხმების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ გემი ომანის ყურეში იძირება.

„გემი ამჟამად ომანის ყურის ფსკერზე, ჩაჰ ბაჰარის ნავმისადგომთან იძირება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ირანის შეიარაღებული ძალების, IRGC-ის და პოლიციის წევრებმა „იარაღი უნდა დაყარონ“, გემი მიატოვეთ“, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.