Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე შეტაკებებმა, შესაძლოა, აშშ-ირანის მოლაპარაკებები ჩაშალოს. წერს CNN

როგორც მედია წერს, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ისრაელისა და ლიბანის ელჩები, ხოლო ამერიკულ მხარეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის ახალი მოადგილე მაიკ ნიდემი და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დენ ჰოლერი წარმოადგენენ.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დარტყმები გრძელდება ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების მიუხედავად. პარალელურად, ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჩერებდა ლიბანში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებების გამო. მოგვიანებით ირანულმა მედიამ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.