Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „მსოფლიო მალე დაინახავს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი მოსკოვთან მიმართებით“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებით შემდგომი ნაბიჯების შესახებ უახლოეს მომავალში განცხადებას გააკეთებს. 

ბრიუსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს უკვე ესმის, რა მოხდება, თუ პუტინს მეტ დროს მისცემს.

„მთელი მსოფლიო ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებზე. ევროპაში უკმაყოფილო არიან რუსეთის მოქმედებებით უკრაინის მიმართ. არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბრო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებზე ან იმ ვარიანტებზე, რაც მას აქვს“, - განაცხადა ბრიუსმა და დასძინა, რომ „მსოფლიო მალე დაინახავს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ტრამპი მოსკოვთან მიმართებით.“

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.