Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი ვენესუელაში ჩავიდა, რათა კარაკასში ამერიკის საელჩოს ხელახლა გახსნის შესაძლებლობა შეაფასოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი პირველად ჩავიდა ვენესუელაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა, სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, ნიკოლას მადურო დააკავეს.

როგორც მედია წერს, ვიზიტის მიზანია კარაკასში ამერიკის საელჩოს ხელახალი გახსნის შესაძლებლობის შეფასება.

CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატები კოლუმბიიდან კარაკასში გაემგზავრნენ, რათა შეაფასონ საელჩოს ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა.

აშშ-მა ვენესუელიდან დიპლომატები 2019 წელს გაიყვანა და საელჩო დახურა. მას შემდეგ ვენესუელის საქმეთა განყოფილება კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში განთავსებულ ამერიკის საელჩოში მუშაობს. მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესის წევრებს განუცხადა, რომ უნდა შემოწმდეს, ისევ შესაძლებელია თუ არა საელჩოს შენობაში მუშაობის განახლება.

როგორც წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, საელჩოს სრულად გახსნა ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა მცირე წარმომადგენლობა შედარებით სწრაფად შეიძლება იყოს.