Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინას Starlink-ი ფრონტზე არ უნდა გამოეყენებინა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) არსებულმა გენერალური ინსპექტორის ოფისმა უწყება უკრაინაში თანამგზავრული კავშირის Starlink-ის გამოყენების არასათანადო კონტროლში დაადანაშაულა.

„USAID-მა უკრაინისთვის მიწოდებული Starlink-ის თანამგზავრული ტერმინალების არამიზნობრივი გამოყენების რისკები მინიმუმამდე არ დაიყვანა“, - აღნიშნულია სპეციალურ დასკვნაში.

გენერალური ინსპექტორი წერს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება უკრაინისთვის Starlink-ის 175 ტერმინალის მიწოდების შესახებ მათი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავდა. მათი გამოყენება ნებადართული იყო მხოლოდ „პრიორიტეტული სამოქალაქო და თავდაცვითი და პრევენციული ამოცანების“ მხარდასაჭერად.

როგორც სპეციალურად მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, Starlink-ის 5 ათასი ტერმინალის გაგზავნამდე USAID-მა შეთანხმების პროექტი მოამზადა, სადაც აგრეთვე ეწერა აკრძალვა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, თუმცა საბოლოო დოკუმენტში ეს პირობა აღარ შეიტანეს.

„შედეგად, 5 ათასიდან 4 738 ტერმინალი, ანუ 95% უკრაინის სხვა მიმღებებს გადასცეს, რომლებმაც, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ მათი გამოყენება მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის იყო დაშვებული“, - აღნიშნულია ტექსტში.

გენერალურმა ინსპექტორმა დაადგინა, რომ USAID-ის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ტერმინალების დაახლოებით ნახევარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. ანგარიშში გაცემულია რეკომენდაცია, მიმართონ უკრაინის ხელისუფლებას, რათა დაადგინონ რომელი ტერმინალები, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენონ ან მოიპარონ. ასეთი ტერმინალები უნდა გაითიშოს.