1785514535
უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში მომხდარ მოვლენებზე: ესპანეთის ინციდენტი მთავრობის მიერ ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და გამარტივებისკენ მიმართული პოლიტიკის შედეგია
„აშშ ესპანელი ხალხისა და ყველა ევროპელის გვერდით დგას მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ“, - ამ განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს ეხმაურება.
„ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს.
ჩვენ განვიხილავთ ზომებს, რათა დავიცვათ ამერიკელები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ამ საფრთხისგან, და მზად ვართ დავეხმაროთ სხვა ევროპელ მოკავშირეებს, რომლებიც მსგავს ნაბიჯებს განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.