Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება, ის, ვინც ტურისტულ ვიზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინოს, მომავალში ვიზას და აშშ-ში მოგზაურობის უფლებას ვეღარ მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.

„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ.

ყველა, ვინც „სამშობიარო ტურიზმის“ მეშვეობით აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას ბოროტად იყენებს, შესაძლოა, მომავალში ვიზა და აშშ-ში მოგზაურობის უფლება ვერ მიიღოს.

ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას იცავს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.