1779252735
უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუბიომ და გუტერეშმა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს შორის საუბარი შედგა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია, შეაჩეროს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დანაღმვა და გადასახადების დაწესება. ასევე, განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის საკითხიც.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა გაეროს წევრი სახელმწიფოების ფართო წრის მხრიდან ამ ძალისხმევის აბსოლუტურ მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.