აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 ბომბდამშენი საჰაერო ძალების ბაზიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა
აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 Stratofortress-ი კალიფორნიაში, ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბაზის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამაშველო და საგანგებო ჯგუფები დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. ამ დროისთვის არ გავრცელებულა დამატებითი დეტალები ეკიპაჟის წევრების, დაშავებულების ან ავიაკატასტროფის მიზეზის შესახებ“, - წერს ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ბოლო ცნობებით, ავიაკატასტროფა 15 ივნისს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე მოხდა.
ავიაბაზამ ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი, თუმცა ეკიპაჟის მდგომარეობაზე, მსხვერპლზე ან ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
BREAKING: A U.S. Air Force B-52 bomber crashed shortly after takeoff at Edwards Air Force Base, triggering an emergency response.
— Fox News (@FoxNews) June 15, 2026
Emergency crews rushed to the scene as thick black smoke billowed from the wreckage scattered across the desert airfield.
More details, including… pic.twitter.com/JRx3R4ElJW
ცნობისთვის, B-52 ჩვეულებრივ 5-კაციანი ეკიპაჟით დაფრინავს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე შემთხვევის დროს. ოფიციალური განცხადებები სავარაუდოდ მოგვიანებით გავრცელდება.