Loading data...
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი: რუსეთის თავდასხმები საფრთხეს უქმნის ტრამპის სამშვიდობო გეგმას

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმებს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პირველი ოფიციალური რეაქცია მოჰყვა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ ეს „საზარელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის იმ მშვიდობას, რომლის მიღწევასაც ტრამპი ცდილობს“.

მისი თქმით, რუსეთის სამიზნეები არ ყოფილა სამხედრო ობიექტები ან შეიარაღება, არამედ კიევის საცხოვრებელი უბნები.

„ეს საზარელი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მისიის ოფისების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კელოგმა.