Loading data...
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული დებატების შემდეგ, დემოკრატების პანიკის მიუხედავად, პრეზიდენტის მრჩევლები კატეგორიულად უარყოფენ ზოგიერთის მოწოდებას ბაიდენის 2024 წლის არჩევნებიდან გასვლის შესახებ, წერს CNN-ი. 

ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერმა სეთ შუსტერმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ დატოვებს რბოლას.

„ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამომრჩევლები ამას ეთანხმებიან”, - განუცხადა ბაიდენის ერთ-ერთმა მრჩეველმა CNN-ს.

მათივე თქმით, ცალკეული დებატების გამო, ხელახალი არჩევნებისთვის მისი კანდიდატურა არ უნდა მოიხსნას.

„ბაიდენს აქვს განზრახვა, მიიღოს მონაწილეობა მეორე საპრეზიდენტო დებატებშიც, რომელიც სექტემბერში გაიმართება“, - განაცხადა მისმა გუნდმა.