„აშშ-ის პრეზიდენტი მართალი იყო, მომწონს ეს კაცი“ - ნატოს გენერალური მდივანი ნატოს მოკავშირეებს
ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს ნატოს მოკავშირეებისთვის დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ერთი გზავნილი აქვს: „აშშ-ის პრეზიდენტი მართალი იყო“.
„ის მართალი იყო, როდესაც ნატოს მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებდა, ის მართალი იყო, როდესაც მათ სამხედრო ძალების მოდერნიზებისკენ მოუწოდებდა და ის მართალი იყო, როდესაც ირანთან ომი დაიწყო. მე უბრალოდ მომწონს ეს კაცი. ვფიქრობ, რასაც ის ნატოსთვის აკეთებს, შესანიშნავი ამბავია. პრეზიდენტი ტრამპი აღწევს იმას, რასაც ამერიკელი პრეზიდენტები ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას აშშ-სა და ევროპას შორის“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ წელს გამართული სამიტი „ტრანსფორმაციული“ იქნება და მნიშვნელოვან, მილიარდობით დოლარს ჩადებს კრიტიკულად მნიშვნელოვან თავდაცვით პროგრამებში.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები გაცილებით მეტს აკეთებენ სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უთანხმოების მიუხედავად, ალიანსი აშშ-სთან სრულფასოვან პარტნიორობას განაგრძობს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი მართალია იმაში, რომ არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა მას სამართლიანად აქვს იმედგაცრუება, მაგრამ თუ უფრო ფართო სურათს შეხედავთ იმის, რასაც ევროპელები აკეთებენ, ეს მართლაც უზარმაზარი საქმეა“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.