Loading data...
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ნავთობის ფასი რამდენიმე თვეში დაეცემა

ნავთობის გლობალური ფასები წელს კლებას დაიწყებს, რადგან სპარსეთის ყურეში ომი ფაქტობრივად დასრულებულია. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„ფიუჩერსულ ბაზარზე ჩვენ უკვე ვხედავთ ნავთობის ფასების შემცირებას სამ, ექვს და ცხრა თვეში მიწოდების შემთხვევაში. თუმცა სპარსეთის ყურეში ასობით ნავთობტანკერია, რომლებიც ჩატვირთვას და გასვლას ელის. შეერთებული შტატები მხოლოდ ირანულ გემებს ბლოკავს და არ გამიკვირდება, თუ მალე კიდევ უფრო მეტი ტანკერის გასვლას ვიხილავთ“, - განაცხადა მან.

ბესენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას მალე შეწყვეტს და შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწევს, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული მდგომარეობაშია აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანის პორტების ბლოკადის გამო.