Loading data...
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ევროპამ რუსეთზე G7-ის ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთზე G7-ის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებაში წამყვანი როლი უნდა შეასრულოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ბესენტი ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის შეხვდა, რომლის დროსაც მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას უკრაინაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ რუსეთზე G7-ის ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის საკითხში ლიდერის როლი უნდა იტვირთოს. 

„მე ასევე ხაზი გავუსვი ჩინეთის მიერ ექსპორტის კონტროლის დაუფიქრებლად დაწესებაზე ერთიანი გლობალური რეაგირების აუცილებლობას და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას“, - დასძინა მან.