აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კომფორტულ მდგომარეობაშია
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობები ჩინეთთან შეიძლება ნაყოფიერად ჩაითვალოს და ამერიკა ჩინეთს მიესალმება, როგორც კონკურენტს. ამის შესახებ მან ბრაზილიაში გამართულ BTG Pactual CEO კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ძალიან კომფორტულ მდგომარეობაშია. ჩვენ კონკურენტები ვიქნებით, მაგრამ გვინდა, რომ ეს კონკურენცია სამართლიანი იყოს“, - განაცხადა ბესენტმა.
ბესენტმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული მუშაობს სუვერენიტეტის აღსადგენად სტრატეგიულ ინდუსტრიებში, სადაც ამჟამად ჩინეთი დომინირებს. საქმე ეხება ნედლეულს, ნახევარგამტარებს და ფარმაცევტულ წარმოებას.
„ჩვენ ყოველთვის კონკურენტები ვიქნებით. მჯერა, რომ კონკურენცია უკეთესს გვხდის და სტაგნაციას ხელს უშლის“, - აცხადებს ბესენტი.
ინფორმაციისთვის, 9 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს უმასპინძლებს.