Loading data...
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის დაფინანსების შემცირება

ბოსტონის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს დაფინანსება უკანონოდ შეუწყვიტა. 

როგორც უცხოური მედია წერს, ეს დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობის კვლევითი გრანტებს შეადგენს.

ოსამართლე ალისონ ბეროუზმა დაადგინა, რომ მთავრობამ დაარღვია აივი ლიგის კოლეჯის სიტყვის თავისუფლების უფლება, როდესაც მან გააუქმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის კვლევითი გრანტები.

ბეროუზმა მთავრობას აუკრძალა ჰარვარდისთვის დამატებითი ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა ან გაყინვა, არსებული გრანტების გადახდების დაბლოკვა ან ახლების გაცემაზე უარის თქმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და არღვევდა უნივერსიტეტის სიტყვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლიზ გასტონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

გასტონმა მოსამართლეს „ობამას მიერ დანიშნული აქტივისტი“ უწოდა.