აშშ-ის პასპორტის ყდაზე ტრამპის ფოტო იქნება გამოსახული
აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების 250 წლისთავთან დაკავშირებით გარკვეული რაოდენობის პასპორტებს გამოსცემენ, რომელთა ყდაზე აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტო იქნება გამოსახული. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მსგავსი პასპორტი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საპასპორტო სააგენტოში გაიცემა. რაც შეეხება ამ სააგენტოს სხვა განყოფილებებში ან პასპორტის ონლაინ მიღების შემთხვევაში, მისი დიზაინი სტანდარტული იქნება.
პასპორტის დიზაინის მიხედვით, მისი წინა მხარის შიდა ყდაზე იქნება გამოსახული დონალდ ტრამპის პორტრეტი და ოქროს ასოებით გაკეთებული მისი ხელმოწერა. უკანა ყდაზე კი გამოსახული იქნება ამერიკელი მხატვრის, ჯონ ტრამბულის ნახატი „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. ახალი დიზაინის კონკრეტულად რა რაოდენობის პასპორტების გაცემა იგეგმება, ამ ეტაპზე უცნობია.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ფოტო 100-დოლარიან ბანკნოტებზე იქნება გამოსახული. ეს ბანკნოტები ასევე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. ასევე აშშ-ში 24 კარატიანი ოქროს მონეტის გამოცემა იგეგმება, რომელზეც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია გამოსახული და აწერია „თავისუფლება“ (Liberty).