1786135700
უცხოეთი
აშშ-ის ოფიციალური პირი: ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მალე ველით
ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ პროგრესი მიღწეულია ირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას.
„შეთანხმების მიღწევას მალე ველით“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურ პირმა.
ბოლო ინფორმაციით, მხარეებმა ჩარჩო შეთანხმებას მიაღწიეს.
„როგორც კი გამოცხადდება შეთანხმება კომერციული გადაზიდვების შეუფერხებლად აღდგენის შესახებ, აშშ ირანის პორტებზე ბლოკადას მოხსნის“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
„აშშ-ის ქმედებები კვლავაც იქნება შესრულებაზე დაფუძნებული და დაკავშირებული ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან“, - დასძინა ოფიციალურმა პირმა.