Loading data...
აშშ-ის მინესოტას შტატში სროლა იყო, არიან დაშავებულები - NBC News

აშშ-ში, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში სროლა იყო. თავდამსხმელმა ცეცხლი კათოლიკური სკოლის მოსწავლეებს გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News გვაწვდის. 

მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მას დაშავებულების შესახებაც აცნობეს.

ამ ეტაპზე, სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, საფრთხე არ არსებობს. თავდამსხმელი, თვითდაზიანების შედეგად, გარდაიცვალა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დანაყოფები. მომხდარის შესახებ აცნობეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.