Loading data...
აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი: USAID-ის სხვა ფაილებიც გამოქვეყნდება, მზად ვართ, მტკიცედ დავუპირისპირდეთ დემოკრატებს, თუ ისინი ამ საკითხის ხელახლა გახსნას შეეცდებიან

„USAID-ის სხვა ფაილებიც გამოქვეყნდება“, - ამის შესახებ აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა რასელ ვოუტმა განაცხადა.

„გამოვაქვეყნეთ USAID-ის ფაილები, კიდევ სხვა ნაწილებიც გამოქვეყნდება. მიმდინარეობს კონტრაქტების დახურვის პროცესი, რაც დროს მოითხოვს. მზად ვართ, მტკიცედ დავუპირისპირდეთ დემოკრატებს, თუ ისინი ამ საკითხის ხელახლა გახსნას შეეცდებიან“, - აღნიშნა რასელ ვოუტმა.