Loading data...
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჩეინი აშშ-ის 4 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 1989-1993 წლებში ის აშშ-ის თავდაცვის მდივანი იყო. 2001-2009 წლებში კი ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

CNN ჩეინის თანამედროვე ამერიკის ყველაზე გავლენიან ვიცე-პრეზიდენტს და „ტერორთან ომის მთავარ არქიტექტორს“ უწოდებს. მან ერაყში აშშ-ის შეჭრაში საკვანძო როლი შეასრულა.

სიცოცხლის ბოლო წლებში დიკ ჩეინი დონალდ ტრამპის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა. ის ტრამპს ლაჩარს და „რესპუბლიკისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს“ უწოდებდა.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩეინი გულ-სისხლძარღვთა სენით იყო დაავადებული. მან გულის რამდენიმე შეტევა გადაიტანა. 2012 წელს ჩეინის გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს.